ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ ოპოზიცია “ნაციონალური მოძრაობისა“ და “ევროპული საქართველოს“ ირგვლივ გაერთიანდება, არჩევნებზე ეს ეფექტს არ მოიტანს“

“თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის, კახა კუკავას გაცხადებით, გაერთიანებულ ოპოზიციაში პროცესები ისე უნდა წარიმართოს, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას მიენიჭოს უპირატესობა.

ამის შესახებ კახა კუკავამ „მეტრონომს“ განუცხადა.

როგორც პარტიის ლიდერი აღნიშნავს, თუ ოპოზიცია „ნაციონაური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ირგვლივ გაერთიანდება, ეს ეფექტურ შედეგს არ მოიტანს.

„მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის მაჟორიტარი კანდიდატების კოორდინაცია სწორია, ოღონდ ეს პროცესი უნდა იყოს მართული იმგვარად, რომ რომელიმე ერთ პარტიას არ ჰქონდეს პრიორიტეტი. თუ “ნაციონალური მოძრაობა“ და “ევროპული საქართველო“ მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია მათ ირგვლივ გაერთიანდება, მაშინ ოპოზიციის მხოლოდ ის ნაწილი იქნება ეს, რომელიც გაერთიანდა მათ ირგვლივ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. შეიძლება ამას მაქსიმუმ „ლეიბორისტული პარტია“ დაემატოს. ეს ელექტორალურ ეფექტს არ მოიტანს მაჟორიტარულ არჩევნებზე“,-აღნიშნავს კუკავა.

პარტიის ლიდერის თქმით, პროცესი უნდა იყოს მრავალპლარტიული, თუ ოპოზიციას რეალური შედეგის დაყენება სურს.

„თუ ჩვენ გვინდა, რომ ხელისუფლება დარჩეს ერთ მხარეზე და ოპოზიცია დარჩეს მეორე მხარეზე, მაშინ ეს უნდა იყოს მრავალპარტიული პროცესი. ოპოზიციაში უნდა გააცნობიერონ კარგად, რომელიმე ერთ პარტიას პრიორიტეტი ვერ ექნება“,-განაცხადა კახა კუკავამ.

შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში გართიანებული ოპოზიცია მაჟორიტარობის 7 კანდიდატზე შეთანხმდა. არსებული ინფორმაციით, თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან: თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები: ლეიბორისტული პარტიის ლიდერი — შალვა ნათელაშვილი, ნაციონალური მოძრაობიდან ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე და ზაალ უდუმაშვილი, ევროპული საქართველოდან დავით ბაქრაძე და ელენე ხოშტარია, პარტია ახალი საქართველოდან გიორგი ვაშაძე.

 

 

იტვირთბა....