ფარმაცევტული ტექნოლოგიების ერთ-ერთი წამყვანი სააგენტო pharmaceutical technology მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ პრეპარატი REMDESIVIR შესაძლოა აღმოჩნდეს ზუსტად ის მედიკამენტი, რომელიც საბოლოოდ დაამარცხებს კორონავირუსს.
REMDESIVIR არის პრეპარატი, რომელიც თავის დროზე შემუშავდა “ებოლას” წინააღმდეგ საბრძოლველად და რომელმაც შედეგი გამოიღო. ამჟამად, აღნიშნული პრეპარატი ექსპერიმენტებს გადის ჩინეთში, სადაც კორონავირუსის ყველაზე დიდი გავრცელების არეალია. ჯანდაცვის მხოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საბოლოო შედეგის მიღწევას რამდენიმე კვირა დასჭირდება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ბრიუს აილვორდმა განაცხადა, რომ არსებობს დიდი იმედები, აღნიშნული პრეპარატის ეფექტიანობასთან დაკავშირებით.
“ამ ეტაპზე არსებობს მხოლოდ ერთი პრეპარატი, რომელმაც, ჩვენი აზრით, შესაძლოა გამოიღოს შედეგი, ეს არის REMDESIVIR” – განაცხადა აილვორდმა.
როგორც CNN აცხადებს Gilead Sciences ეფექტურადაა ჩართული და თანამშრომლობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან. მათ უკვე რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარეს ჩინეთში.
“ამ ეტაპზე ჩვენ ვატარებთ ორი სახის ექსპერიმენტს. ერთი კვლევა ტარდება იმ სახის დაინფიცირებულებს შორის, რომლებსაც დიაგნოზი ახალი დასმული აქვთ, ხოლო მეორეს – საკმაოდ მძიმე, თითქმის უკიდურეს მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს შორის. ამ ეტაპზე გრძელდება პაციენტების ჩაწერები და საბოლოო შედეგს აპრილისთვის ველოდებით” – ასეთი განცხადება გააკეთა ორგანიზაცია Gilead Sciences-ის წარმომადგენელმა.
“ჯანმდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის” (NIH) წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცხოველებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა თითქმის დაადასტურა, რომ ისინი პრეპარატის მიღების შემდეგ უკეთესად გრძნობენ თავს.