თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შდეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
გაფრინდაშვილის სანაპიროზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა – ქალი ადგილზე დაიღუპა.
თვითმხილველების მტკიცებით, ავტომობილის მძღოლი დასაშვები სიჩქარით მოძრაობდა და საგზაო წესები არ დაურღვევია, რა დროსაც ქალმა გზაზე გადაურბინა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.