ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“აშშ შეშფოთებულია, რომ ირანის ხელისუფლება, შესაძლოა, კორონავირუსის მასშტაბური აფეთქების თაობაზე ინფორმაციას მალავდეს” – პომპეო

ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ჟურნალისტებთან განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ აშშ შეშფოთებულია იმით, რომ ირანის ხელისუფლება, შესაძლოა, მალავდეს ინფორმაციას ისლამურ რესპუბლიკაში კორონავირუსის მასშტაბური აფეთქების თაობაზე.

„აშშ უკიდურესად შეშფოთებულია ინფორმაციით იმის შესახებ, რომ ირანმა არ წარმოადგინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დეტალები კორონავირუსის აფეთქების შესახებ. ორშაბათის მონაცემებით, ირანი მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩებოდა პირთა რაოდენობით, რომლებიც გარდაიცვალნენ ვირუსით დაინფიცირების შედეგად. ყველა ქვეყანამ, მათ შორის ირანმა, უნდა გამოაქვეყნონ მართებული ინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებით და ითანამშრომლონ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც დახმარებას უწევენ ქვეყნებს“, – განაცხადა პომპეომ.

იტვირთბა....