ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

17 დღის ახალშობილი კორონავირუსისგან მკურნალობის გარეშე გამოჯანმრთელდა

უხანში 17 დღის ბავშვი, რომელსაც კორონავირუსი დაბადებისას დაუდგინდა, მკურნალობის გარეშე სრულად გამოჯანმრთელდა – ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

ახალშობილი ჩინეთში ვირუსისგან გამოჯანმრთელებული ყველაზე პატარა პაციენტია. გოგონა საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

პაციენტი უხანის ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებაში დაბადებიდან მალევე გადაიყვანეს. რადგანაც ახალშობილის დაავადება მსუბუქად მიმდინარეობდა, ექიმებმა გადაწყვიტეს, არ ჩაერიათ ანტიბიოტიკი და საშუალება მიეცათ პაციენტისთვის, ვირუსს თავად გამკლავებოდა.

ჩატარებულმა ანალიზებმა აჩვენა, რომ ბავშვი უკვე სრულიად ჯანმრთელიa.

 

იტვირთბა....