“ბიბისის” ინფორმაციით, თეირანი-სტამბოლის რეისის 17 მგზავრს შესაძლოა, კორონავირუსი ჰქონდეს. გავრცელებული ინფორმაციით, 12 მათგანი ქალაქ ქომიდანაა, სადაც პირველად გავრცელდა ვირუსი.
სამგზავრო თვითმფრინავი თურქეთის დედაქალაქის აეროპორტში საგანგებოდ მას შემდეგ დაეშვა, რაც ერთ-ერთ მგზავრს კორონავირუსის ნიშნები გამოუვლინდა. მგზავრები კარანტინში არიან მოთავსებული. თვითმფრინავის ბორტზე 132 ადამიანი იმყოფებოდა.