მთავარი ციტატა

“ეს არის თვალთმაქცობა ხელისუფლების მხრიდან განადგურებული იმიჯის გადასარჩენად”- სამადაშვილი

“ეს წერილი არის მცდელობა, რომ ხელისუფლებამ საკუთარი იმიჯი გამოასწოროს დასავლეთში, თუმცა ამის უკან დგას ხელისუფლება, რომელმაც წლების განმავლობაში არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანა ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით წინ წასულიყო. ეს არის თვალთმაქცობა ხელისუფლების მხრიდან საკუთარი განადგურებული იმიჯის გადასარჩენად და ამას დასავლეთში შესაბამისი რეაქცია ექნება, რადგან დრო, როცა ივანიშვილსა და გახარიას ვინმე შეეძლოთ მოეტყუებინათ, ამოწურულია”

სალომე სამადაშვილი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ- ერთი ლიდერი

შეგახსენებთ, რომ  The Washington Times აქვეყნებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან სტატიას, სტატიაში პრემიერ- მინისტრი საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე საუბრობს.

იტვირთბა....