„18 წლის მიხეილ კალანდიას 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. თუ მიხეილ კალანდია უდანაშაულოა ( და რასაც საგამოძიებო კომისიაზე ვუსმინე, ამას საერთოდ არ გამოვრიცხავ), მისი ცოდვა ყველა იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სინდისზეა, ვინც სარალიძის ტრაგედიას ყოველთვის პოლიტკური მიზნებით იყენებდა
და, რა თქმა უნდა, ასევე – უნიათო ხელისუფლების, რომელიც ოპოზიციის შანტაჟს აჰყვა და სიტუაციის ჩასაწყნარებლად 18 წლის ბიჭი გაწირა.
არაფერს ვამტკიცებ. უბრალოდ, ასეთია ჩემი შთაბეჭდილება“
მერაბ მეტრეველი- ჟურნალისტი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ დღეს, მოსამართლემ მიხეილ კალანდიას 11 წლითა და 3 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა.