მთავარი ციტატა

“ნაცმოძრაობამ მოისყიდა სარალიძე და ზეწოლა განახორციელეს ხელისუფლებაზე” – ბორის კაკუბავა

“არ ველოდი ნამდვილად. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება… სარალიძეს უნდოდა, დაემხო ხელისუფლება. “ნაცმოძრაობამ” მოისყიდა სარალიძე და ზეწოლა განახორციელეს ხელისუფლებაზე. ხელისუფლება არის უხერხემლო, უნიათო. საერთოდ, ალბათ, არ არსებობს ხელისუფლება საქართველოში”

ბორის კაკუბავა – მიხეილ კალანდიას ბაბუა

აღნიშნული განცხადება კაკუბავამ ჟურნალისტებთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ კალანდიას 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა გასული წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

იტვირთბა....