„რა შემთხვევაში დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან ყველამ იცის – ეს არის გონივრული კომპრომისი იმაზე, რასაც ივანიშვილი დაპირდა საზოგადოებას დაღვრილი სისხლის შემდეგ,რაც არის საზოგადოების დაკვეთა – არჩევნების პროპორციულობა, ამ ხელისუფლების ანგარიშვალდებულება და მეორე, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური რეპრესიების შეჩერება…რა არის მოსალაპარაკებელი? ყველაფერი ცნობილია. ანუ, სწორად უნდა გავიგოთ – თუ რამე გადაწყვეტილება აქვთ, საჯაროდ ან არასაჯაროდ ამის შეტყობინების უამრავი გზა არსებობს და ახლა ჩაიციკლნენ, რომ ჩვენ მოლაპარაკებისთვის მზად ვართ, ამას ვინ ჭამს”
გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემის საკითხზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების ოთხი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. მეხუთე რაუნდი კი, მას შემდეგ ჩაიშალა, რაც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს.