კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ დოესში მამაკაცი ვენახში დაიწვა.
როგორც ირკვევა, 60 წლამდე კაცი ბაღს ასუფთავებდა და შემდეგ ცეცხლი წაუკიდა. სავარაუდოდ ის ნასვამი იყო და დაეძინა. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს ცეცხლი ჩამქრალი დახვდათ.
ცეცხლის ჩაქრობა ბაღში ადგილობრივებმა საკუთარი ძალებით შეძლეს, თუმცა კაცის დახმარება ვეღარ შეძლეს. შსს გამოძიება 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო.

