ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლსასროლი იარაღია აღმოჩენილი” – შსს

პარლამენტის თავმდჯდომარის არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსთან, დაცვის წევრმა ცეცხსასროლი იარაღი იპოვა.

როგორც შსს-ში განაცხადეს, საქმეზე გამოძიება, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებითაა დაწყებული.

„არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსში პირველ და მეორე სართულებს შორის ცეცსხასროლი იარაღია ნაპოვნი. ის დაცვის თანამშრომელმა იპოვა და პოლიციას გამოუძახა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება 236-ე მუხლის 3-ე და 4-ე ნაწილით, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებითაა დაწყებული“, – აცხადებენ შსს-ში.

იტვირთბა....