გუდაურში, კაფე-ბარ “მთვრალი ალუბლის” მეპატრონეზე მირანდა ესაკიაზე თავდასხმა მოხდა.
მირანდა ესაკიას ადგილობრივი მაცხოვრებელი დაესხა თავს., მანამდე კი ის ფიზიკურად დაცვის თანამშრომელს გაუსწოდა.
„მთავარმა არხი“ ავრცელებს ვიდეომასალას, სადაც ფიზიკური დაპირისპირება ჩანს. ინციდენტი გუშინ, საღამოს საათებში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არავინაა დაკავებული.
მირანდა ესაკია აცხადებს, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ნასვამ მდგომარეობაში ადამიანები ძალადობენ.
“მთვრალ მდგომარეობაში ერთ-ერთი ადგილობრივი მოვიდა, რომელსაც ნახევარი საათის განმავლობაში ჩვენი დაცვის თანამშრომელი უხსნიდა, რომ ვერ შეუშვებდა ტერიტორიაზე. ის ძალიან აგრესიული იყო. არც პოლიციის ეშინიათ და არც არაფრის. გადმოვიდა შეტევაზე, დაარტყა დაცვას. გავიყვანე და დავამშვიდე, მაგრამ ისევ მობრუნდა და უკვე ჩემს მიმართ ჰქონდა აგრესია, ნამდვილად არ მეგონა, რომ ქალზეც ხელს აწევდა, – აცხადებს ესაკია.