ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საოკუპაციო რეჟიმი სოფელ პერევთან ერთადერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვას გეგმავს – “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი”  

საოკუპაციო რეჟიმი სოფელ პერევთან არსებული ერთადერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვას გეგმავს.

ინფორმაციას “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” ავრცელებს.

ოკუპანტების ტყვეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა გადაადგილება იმ ერთადერთ გზაზეც აუკრძალონ, რომლის გავლითაც ახალგორიდან ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლაა შესაძლებელი.

ორგანიზაცია სპეციალურ განცხადებაში აღნიშნავს, რომ რუსმა სამხედროებმა პერევის გზის სავარაუდო ჩაკეტვის შესახებ ახალგორში რამდენიმე ადგილობრივი უკვე გააფრთხილეს. ამ მიზეზით კი მოსახლეობამ ახალგორის დროებით დატოვება იმის შიშით გადაიფიქრა, რომ თუ გზა ჩაიკეტება, სახლში ვეღარ დაბრუნდებიან.

“ეს შეიძლება ითქვას, რომ არის ბოლო დამაკავშირებელი პუნქტი, რომელიც იქ მაცხოვრებელ მოსახლეობას აკავშირებს დანარჩენ საქართველოსთან. მოგეხსენებათ, ახალგორის იზოლაცია უკვე თვეებია გრძელდება, მხოლოდ მცირე ხნით გაიხსნა… დღეს ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს იქ მცხოვრებ მოსახლეობას,” – ნათქვამია განცხადებაში.

 

იტვირთბა....