“ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები მოგვიწოდებენ, რომ დავუბრუნდეთ მოლაპარაკებებს. დიახ, ჩვენ ამ მოწოდებას ვუერთდებით. მგონია, რომ კონსტიტუციაში და შესაბამის კანონმდებლობაში ცვლილებების შესატანად რაც უფრო მცირე დრო რჩება, მით უფრო მეტია შანსი, რომ ოპოზიცია მართლაც დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას. ოპოზიციის ჭირვეულობა დამთავრდება იმიტომ, რომ ჯერ ერთი, მათ მოუწევთ ჩვენს კომპრომისულ ვერსიაზე საბოლოო პასუხის დაფიქსირება და მეორე – მათი ვერსიის წარმოდგენა. მე მოლაპარაკების რესურსს ნამდვილად ვხედავ”
მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
აღნიშნული განცხადება მდინარაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.
შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დიალოგის მეხუთე რაუნდი “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ ჩაიშალა.