ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსის შემთხვევების 82% მსუბუქად მიმდინარეობს”,- გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების 82% მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს,

გამყრელიძის ცნობით, ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა 2%-ის შემთხვევებში ფიქსირდება.

“დღეისთვის გაანალიზებულია ჩინეთში დაფიქსირებული 72 000 შემთხვევა, მათგან 82% მიმდინარეობს მსუბუქად, ანუ ადამიანები ჯანმრთელდებიან. მწვავე შემთხვევები გვაქვს 14%-ში, რომელიც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას. დაახლოებით 5 %-ში გვაქვს კრიტიკული შემთხვევები, რომელიც საჭიროებს რეანიმაციულ დახმარებას და სამწუხაროდ, 2 % გახლავთ სიკვდილიანობა,“ – განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ჩინეთში ეპიდაფეთქების დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 24 შესაძლო შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევებით არცერთი მათგანი არ დადასტურდა.

იტვირთბა....