ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რაში გვჭირდება პარლამენტი, ან რაში გვჭირდება კანონები, რასაც იტყვიან, ისე იქნება ყველაფერი“

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრის, ლევან გოგიშაიშვილის განცხადებით, თუ მინისტრები არ მოდიან კომიტეტში, პარლამენტის ფუნქციას აზრი ეკარგება.

გოგიჩაიშვილი ფინანსთა მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ თუ დეპუტატებს კითხვები გააჩნდათ, შეეძლოთ რამდენიმე დღის წინ მინისტრის საათის ფარგლებში მისულიყვნენ პარლამენტში.

„შოუს მოწყობა რას ნიშნავს. მაშინ გავაუქმოთ პარლამენტი, პირდაპირ ივანიშვილმა დანიშნოს თავისი მინისტრები. ქვეყანაში გავაუქმოთ სასამართლო, ინსტიტუციები და ფეოდალურ მმართველობას დავუბრუნდეთ, სადაც ადამიანები პოზიციებს მემკვიდრეობით იღებენ და დავბრუნდეთ სამი საუკუნის წინ. მემგონი ეს ადამიანები იქ არიან, ფეოდალურ წყობილებაში.  ან რაში გვჭირდება პარლამენტი, ან რაში გვჭირდება კანონები, რასაც იტყვიან, ისე იქნება ყველაფერი“,-აცხადებს გოგიჩაიშვილი.

დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, „თუ ასეთი სახელმწიფოს მშენებლობა უნდა, ჩვენ ამაში შეეწინააღმდეგებით , რადგაან მსგავსი მმართველობა სააკაშვილთან ერთად დავამთავრეთ.“

შეგახსენებთ, რომ საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა, რასაც დეპუტატების მხრიდან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა.

იტვირთბა....