ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქასრიას ავტომაგისტრალზე დასაქმებული ჩინეთის 7 მოქალაქე ბორითის ობიექტზე იზოლირებული იქნება” – კომპანიის წარმომადგენელი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქასრიას ავტომაგისტრალის სამშენებლო ობიექტზე შეყვანილი ჩინეთის 7 მოქალაქე სხვა ობიექტზე გადაიყვანეს. აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ჩინეთის გზებისა და ხიდების კომპანიის კოორდინატორის, გოჩა კოპაძის თქმით, ახლადჩამოსულები შემოწმებული არიან და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვთ. მისი განცხადებით, მათ ორკვირიანი იზოლაცია ჩინეთშიც გაიარეს და უსაფრთხოების მიზნით საქართველოშიც იზოლირებული იქნებიან – კომპანიამ ჩინეთის მოქალაქეების ბორითში გადაიყვანა გადაწყვიტა.

კომპანიაში აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ადგილზე დასაქმებულმა ქართველებმა, პროტესტის ნიშნად, მუშაობაზე უარი თქვეს.

კოპაძის თქმით, საქასრიადან გაყვანილი ჩინეთის მოქალაქეები ბორითის ობიექტზე იზოლირებული იქნებიან და სამუშაოზე მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდებიან.

 

იტვირთბა....