თელავში ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა.
თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მოძრავი მსუბუქი მანქანა საპირისპირო მხარეს სატვირთოს შეეჯახა, შედეგად კი ორი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ერთი კმძიმედ დაშავდა.
დაშავებული მამაკაცი თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.