ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთის ვანის პროვინციაში მიწისძვრას 7 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში, ვანის პროვინციაში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის შედეგად დაღუპულია შვიდი ადამიანი, მათ შორის, სამი ბავშვი. დაშავებულია კიდევ ხუთი პირი.

გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთ-ირანის საზღვრის სიახლოვეს, მიწის ზედაპირიდან 5 კმ-ის სიღრმეში, გამთენიისას მოხდა.

იტვირთბა....