მალხაზ მაჩალიკაშვილი გუშინ საღამოს კიევში გაემგზავრა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
აღნიშნული მაჩალიკაშვილის მეუღლემ, მედიკო ხანგოშვილმა დაადასტურა. თუმცა, ის ამბობს, რომ არ ფლობს ინფორმაციას წასვლის მიზეზთან დაკავშირებით და არც ის იცის შეხვდება თუ არა მაჩალიკაშვილი საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.