aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მთავრობის წევრები არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებთან ჩავიდნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

მმართველი გუნდის წევრები, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ორი წლისთავზე, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე და სოფელ წილკანში ჩავიდნენ, სადაც ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

“ეს ქვეყანა ყველასია და ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები ჩვენს ცხოვრებაში აღარ იყოს. ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, ხიდები აღვადგინოთ. საბოლოო მიზანი არის ის, რაც იყო არᲩილ ტატუნაშვილის გმირობის მიზანი — ქვეყნის გაერთიანება. მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ შრომით, მშვიდობიანად და არა მსხვერპლით, ომით და უბედურებით”, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ასევე, მადლობა გადაუხადა და თანაგრძნობა გამოუცხადა ოჯახს, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას: რა კეთდება მკვლელების დასასჯელად, განუცხადა, რომ : “მე ვარ თავდაცვის მინისტრი და დიდი მადლობა”.

აღნიშნულ კითხვას პასუხი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხების მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა გასცა და თქვა, რომ დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა უმთავრესი და ძალიან პრინციპული საკითხია.

“საუბედუროდ, ყველაფერთან ერთად, ეს წამროაჩენს საოკუპაციო რეჟიმის სახეს, დამნაშავეები ფაქტობრივად არიან დაუსჯელი”, — განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ტატუნაშვილის ოჯახის წევრები კი აცხადებენ, რომ დამნაშავეების დასჯის იმედი აღარ აქვთ და ამ საკითხზე მათთან არც პრემიერს უსაუბრია.

იტვირთბა....