მთავარი ციტატა

“არსებობს რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი, ამ ეტაპზე შეირჩა საჩხერის სამედიცინო ცენტრი”

“როდესაც ეპიდაფეთქება დაიწყო, სახელმწიფო კომისიამ დაიწყო მუშაობა, რომ იყოს იზოლირების საშუალებები. არსებობს რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი, ამ ეტაპზე შეირჩა საჩხერის სამედიცინო ცენტრი. იქ არის სასტუმრო და ასევე ძლიერი სამედიცინო ცენტრი. ადამიანებს ორი კვირის განმავლობაში ჩაუტარდებათ მონიტორინგი კარანტინის პირობებში. მათ არ ეზღუდებათ კონტაქტი თავიანთ ახლობლებთან ინტერნეტით და ტელეფონით”

ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი

TV პირველი, “ვახო სანაიას დღის ამბები”

შეგახსენებთ, ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში მოათავსეს. ტერიტორიას, რომელშიც მოქალაქეები იმყოფებიან, სამართალდამცავები აკონტროლებენ.

იტვირთბა....