მთავარი ციტატა

“ირანიდან ჩამოსულ დედას და ორ შვილს ჰქონდათ ტემპერატურა და შესაბამისი სიმპტომები”, – ამირან გამყრელიძე

„დედა და ორი შვილი არიან, რომლებიც ირანიდან ჩამოვიდნენ. ასევე გიდასტურებთ, რომ ირანში სიტუაცია უარესდება კორონავირუსთან დაკავშირებით. ბოლო დღეების განმავლობაში ოფიციალურად დადასტურებულია ლეტალური შემთხვევები. ამიტომაც ვფიქრობთ შესაბამისი ზომების გატარებაზე.
რაც შეეხება ამ სამ ადამიანს, ერთ-ერთ მათგანს შემოსვლისას ჰქონდა ტემპერატურა და შესაბამისი სიმპტომები და ამიტომ მოხდა მათი გადაყვანა ინფექციურ საავადმყოფოში. იქ ტარდება შესაბამისი კვლევები. დილით ასევე აღებული იქნება ნაცხი კორონავირუსულ ინფექციაზე და ამის შემდეგ გადაწყდება შემდგომი ტაქტიკა“

ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

“პირველი არხი”

იტვირთბა....