“ევროპაბეთი” თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს. ამისთვის კი, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ “კამარასა” და კომპანია “ევროპაბეთს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
“კამარა” არის პირველი ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი, რომელიც ლუდომანიით დაავადებულ ადამიანებს კომპლექსურ ფსიქოთერაპიულ დახმარებას გაუწევს.
“ჩვენ პაციენტებს სპეციალური მეთოდით, დამოკიდებულებათა დაავადებების მკურნალობის კუთხით ვუდგებით, რომელიც ამერიკელ პროფესორს, ფსიქიატრიის ვარსკვლავს, ანათინა მიშერს, ეკუთვნის. ამ მეთოდით “კამარა” უკვე ათი წელია, რაც მუშაობს და ის იდეალურადაა ადაპტირებული ქართულ რეალობასთან“ – აღნიშნავს “კამარას” ხელმძღვანელი ნათია ფანჯიკიძე.
პაციენტების მიღება უკვე დაწყებულია. ოპტიმალური კურსი 3-6 თვემდე გრძელდება კვირაში 8-საათიანი ინტენსიური დატვირთვით.