ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდება, მომზადებულია საკარანტინო სივრცე” – ცერცვაძე

ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდება. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, ევაკუირებული 30 ადამიანი 14 დღის მანძილზე საკარანტინო პერიოდს გაივლის.

“ჩინეთიდან მოემგზავრება საქართველოს 30 მოქალაქე სპეციალური რეისით. ჩვენი წინასწარი ინფორმაციით, ეს ადამიანები არ არიან ავადმყოფები, უბრალოდ არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობდნენ ჩინეთში. მათ უსაფრთხოების მიზნით, გადაწყვიტეს, რომ დაბრუდნენ ქვეყანაში. არის იმის ალბათობა, რომ მათგან არც ერთი არ მოხვდეს ჩვენს კლინიკაში. მომზადებულია საკარანტინო სივრცე, სადაც მოთავსდება ეს 30 პიროვნება 14 დღის მანძილზე. ჩვენთან, მათგან მოხვდებიან მხოლოდ ის პირები, რომლებსაც ჩამოსვლის მომენტში, ექნებათ ის სიმპტომები და ნიშნები, რომლებიც დადგენილია – ტემპერატურის მომატება, ხველა და ა.შ”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 2 247-ს მიაღწია.

იტვირთბა....