თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის განხილვა გადაიდო.
გვარამიას ადვოკატის ინფორმაციით, ამის მიზეზი გვარამიას ჯანმთელობის მდგომარეობა გახდა.
„დღევანდელი სასამართლო გადაიდო იმის გამო, რომ ნიკა გვარამიამ ვერ შეძლო მასზე დასწრება. სასამართლომ ჩანიშნა მომდევნო სხდომების გრაფიკი და საქმის განხილვა გაგრძელდება უკვე მომდევნო კვირას“,- განაცხადა გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ნიკა გვარამიასთან ერთად ამავე საქმეზე ბრალდებულები არიან კახაბერ დამენია და ზურაბ იაშვილი. გამოძიება გვარამიას ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ კუთვნილი თანხების გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას ედავება.