ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არ გამოვრიცხავ, ხვალ თქვან, რომ დამხობა არის რასელის ცნობილი ნახატი ” – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიის მთავარი მიზანია, არჩევნების გვერდით ავლით დესტაბილიზაცია მოახდინოს.

თალაკვაძე აღნიშნულით ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას და ამ განცხადებაზე ოპოზიციის შეფასებებს  გამოეხმაურა.

თალაკვაძე ოპოზიციის წარმომადგენლებისგან არ გამორიცხავს, „თქვან, რომ დამხობა არის რასელის ცნობილი ნახატი“.

“მათი მთავარი მიზანი, სურვილი და პოლიტიკური ამოცანა არის დესტაბილიზაცია და ცვლილებების მოპოვება საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით. მე დღეს მოვისმინე ბატონი რომან გოცირიძის საოცარი განცხადება, რომ დამხობა არის მხატვრული სიტყვა, არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ხვალ თქვან, რომ დამხობა არის რასელის ცნობილი ნახატი,” – განაცხადა არჩილ თალაკავაძემ.

ყოფილმა შს მინისტმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ ერთიანი ოპოზიცია დაამხობს ამ ხელისუფლებას.

ყოფილმა პრემიერ მინისტრმა 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე გუშინ დატოვა და მედიასთან პირველი კომენტარიც გააკეთა.

იტვირთბა....