„ბუნებრივია, მათი ინტერესია, საქართველო რაც შეიძლება მეტად დააზიანონ. ეს ხალხი ოკუპაციას ახორციელებს, ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებული აქვთ. მათ აწყობთ, რომ საქართველოს სამთავრობო უწყებები რაც შეიძლება დაზიანებული და სუსტი იყოს, რომელზეც შეტევა განახორციელეს“.
მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.
რუსეთის საგარე უწყებამ აღნიშნულ ბრალდებაზე განცხადება გააკეთა და გავრცელებულ ინფორმაციას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.