ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ავტობუსებს, რომლებითაც ჩინეთიდან უკრაინაში მოქალაქეების ევაკუაცია ხორციელდებოდა, მომიტინგეებმა ქვები დაუშინეს

ინციდენტი უკრაინაში

უკრაინაში მომიტინგეები თავს დაესხნენ ავტობუსებს, რომლებითაც ჩინეთიდან უკრაინელი მოქალაქეების ევაკუაცია ხორციელდებოდა.

მედიის ინფორმაციით, ქალაქ ნოვიე-სანჟარიში ათეულობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ჩინეთიდან მოქალაქეების ევაკუაცია ქალაქში ვირუსის გავრცელებას გამოიწვევდა.

დილიდან კი მომიტინგეებმა საბურავები დაწვეს და გზები გადაკეტეს, ავტობუსები, რომლებითაც ევაკუირებულები გადმოყავდათ, ქალაქში სპეცრაზმის დახმარებით შევიდნენ და მათ აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმსა და მომიტინგეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 9 სამართალდამცავი და ერთი მოქალაქე დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. დაკავებულია აქციის ათზე მეტი მონაწილე.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენკსიმ მომიტინგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ზორიანა სკალეტსკა კი სოლიდარობის ნიშნად ჩინეთიდან ევაკუირებულ უკრაინის მოქალაქეებთან ერთად კარანტინს გაივლის.

ზორიანა სკალეცკას თქმით, ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს, თუმცა სახლებში დაბრუნებამდე ქალაქ ნოვიე-სანჟარის საავადმყოფოში 14 დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

სიტუაციის გაკონტროლების მიზნით ადგილზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ.

ცნობისათვის, ჩინეთის ქალაქ უხანიდან ხარკოვის რაიონში 45 უკრაინელისა და 27 უცხოელის ევაკუირება განხორციელდა.

 

იტვირთბა....