“ფაქტი სახეზეა, ვინც დამნაშავეა სულხანის (მოლაშვილი) წამებაში და მის ასეთ გაუბედურებაში, ყველა დაუსჯელია დღეს. ისიც კი აწუხებდათ, რომ სულხანი ცოცხალი გადარჩა და სუნთქავდა. სულხანის ლიკვიდაცია ციხეშიც უნდოდათ, უბრალოდ, ვერ მოასწრეს, არ ელოდებოდნენ ასე თუ გახმაურდებოდა სულხანის წამების ფაქტი და მთელი მსოფლიო გაიგებდა. თავი არ დაუხარა არავის და უკან არ დაიხია, გამოაქვეყნა და საჯარო გახადა ის მასალები, რაც სააკაშვილის კორუფციულ გარიგებებზე ჰქონდა, როცა ეს უკანასკნელი იუსტიციის მინისტრი იყო”
თათია მოლაშვილი, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მეუღლე
ipress.ge
შეგახსენებთ, სააკაშვილის ხელისუფლების დროს სულხან მოლაშვილი საპყრობილეში სასტიკად აწამეს. ის მოგვიანებით ციხიდან გამოვიდა, თუმცა, სამწუხაროდ, ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა.