ახალი ამბები მთავარი სამართალი

„თუ მოსამართლე თავისუფალი იქნება პოლიტიკური შეკვეთებისგან, კალანდიას მიმართ აუცილებლად გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს“,-ადვოკატი

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მკვლელობისთვის ბრალდებულის მიხეილ კალანდიას  საქმეზე დღეს მოსამართლემ შესაძლოა განაჩენი გამოაცხადოს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე წარსდგება. ასევე, ბრალდებული საჯაროდ პირველად მოჰყვება ხორავას ქუჩაზე მომხდარის დეტალებს, რადგან აქამდე ის პროცესზე ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებდა.

ადვოკატი და კალანდიას ოჯახის წევრები გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში დავის გაგრძელებას სტრასბურგამდე აპირებენ.

უფლებადამცველი  ზურაბ თოდუა ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამართლე პოლიტიკური შეკვეთებისგან თავისუფალია, ის აუცილებლად გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.

“დღეს გავახმოვანებ დაცვის პოზიციას აღნიშნულ საქმეზე, რომელშიც არის სრული ანალიზი იმისა, თუ რაც მოხდა ხორავას ქუჩაზე, როგორ განვითარდა შემდეგი მოვლენები, ვის რა წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ეს საქმე აქამდე მოსულიყო და ფაქტობრივად შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ კალანდიას დანაშაულებრივ ქმედება შერაცხული ბრალის მიმართ არაფრით არ დასტურდებ. ფაქტობრივად მაქვს პროექტი გამამართლებელი განაჩენისა და იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე თავისუფალი იქნება პოლიტიკური შეკვეთებისგან, აუცილებლად გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს,” – განაცხადა მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი – გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები.

 

იტვირთბა....