რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო, კიბერშეტევასთან დაკავშირებით საქართველოს განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს არავითარი სახით საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას. ინფორმაციას ამის შესახებ, სააგენტო „რია ნოვოსტი” ავრცელებს.
„ჩვენ ამ კომენტარს ვტოვებთ საქართველოს იმ წარმომადგენელთა სინდისზე, რომლებმაც ეს კომენტარი გააკეთეს. რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს არანაირი სახით ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში ამა თუ იმ სახით“, – განაცხადა რუდენკომ.
შეგახსენებთ რომ, საქართველოს საგარეო სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში 2019 წლის 28 ოქტომბერს კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ განხორციელდა.