ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მერაბიშვილთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას გამოვრიცხავთ” – ელისაშვილი

“სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლას, ჟურნალისტებთან ეხმაურება და აცხადებს, რომ მასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას გამორიცხავს.

“ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციაში ჩვენ ვართ მხოლოდ ერთი მიზნით, რომ გადავიდეთ არჩევნების პატიოსან წესზე, ანუ , პროპორციულ არჩევნებზე. იქ შეკრებილ პარტიების 99%-თან სხვა არაფერი ღირებულებითი არ გვაკავშირებს. ისევე, როგორც არანაირი ღირებულებითი საკითხი არ გვაკავშირებს ვანო მერაბიშვილთან. აბსოლუტურად გამოვრიცხავთ მასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას. დღემდე თვალით ნანახიც არ მყავს ვანო მერაბიშვილი და ამ დანაკლისის შევსებასაც არ ვაპირებ, მით უფრო იმ განცხადების ფონზე. იმედს დავიტოვებ, რომ ციხიდან რომ გამოვიდა მერაბიშვილი, ამდენი ჟურნალისტი ერთად დაინახა ვერ მოზომა თავის სათქმელი და დააბრეხვა, სხვა შემთხვევაში 2003 წლის რევოლუციური რიტორიკის მოსმენა არავის არ უნდა, ჩვენ განსაკუთრებით”,- განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს, ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა და მედიასთან პირველი კომენტარიც გააკეთა.

იტვირთბა....