aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

(ვიდეო) “ორი გვამის მინისტრთან მოხვედით…” – აქცია ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ

aviabiletebi
ავიაბილეთები

რესტორანთან, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი მეგობრებთან ერთად იმყოფება, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებმა, “ევროპული საქართველოს” წევრი, ოთო კახიძე რესტორანში არ შეუშვეს, რამაც მათ შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია. ისინი კახიძეს ეკითხებოდნენ თუ რატომ მივიდა “ორი გვამის მინისტრთან” შესახვედრად.

 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ხმაურია გერონტი ქიქოძის ქუჩაზე, სადაც ვანო მერაბიშვილი მეგობრებთან ერთად რესტორანში იმყოფება. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, იქ შეიკრიბა შვილ მკვდარი დედები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც მერაბიშვილს ყველგან და ყოველთვის შეუქმნიან დისკომფორტს.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს, ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა და მედიასთან პირველი კომენტარიც გააკეთა.

იტვირთბა....