ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ ვიქნებით მერაბიშვილის აჩრდილები…” – აქცია ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ

ამ წუთებში ხმაურია გერონტი ქიქოძის ქუჩაზე, სადაც ვანო მერაბიშვილი მეგობრებთან ერთად რესტორანში იმყოფება.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, იქ შეიკრიბა შვილ მკვდარი დედები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც მერაბიშვილს ყველგან და ყოველთვის შეუქმნიან დისკომფორტს.

“ჩვენ კომფორტის ზონას არ შევუქმნით ვანო მერაბიშვილს. ჩვენ მის კომფორტის ზონას ყოველთვის დავარღვევთ იქ სადაც იქნება. მერაბიშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც სანდრო გირგვლიანი თავის კომფორტის ზონას გადააყოლა და ეს თქვა სტრასბურგის სასამართლომ. ჩვენ ვიქნებით მისი დისკომფორტი, ჩვენ ვიქნებით მისი აჩრდილები.” – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს, ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა და მედიასთან პირველი კომენტარიც გააკეთა.

 

იტვირთბა....