ახალი ამბები მთავარი სამართალი

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

მკვლელობა გუდაურში

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

ტარიელ კაკაბაძის შეფასებით, ბრალდება სამართლებრივად არასწორი და გაუმართავია.

ადვოკატის თქმით, ამ დრომდე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

“ბრალდების მხარის პოზიცია და ბრალდების მხარის ვერსია, მოცემულ საქმეზე აბსულუტურად ეწინააღმდეგება იმ რეალობას და ჭეშმარიტებას, რასაც სინამდვილეში ადგილი ჰქონდა.

საქმეში არსებული მტკიცებულებები ნამდვილად არ ადასტურებენ, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. მას აქვს მიყენებული დაზიანებები ფეხის, ხელის და თვის არეში. მიყენებული დაზიანებებისგან, მთლიანად შეცვლილი აქვს სახე,”- აცხადებს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

ცნობისთვის, 17 თებერვალს, გუდაურში ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ყოფილი სამხედრო, მერაბ კობიაშვილია დაკავებული, რომელსაც მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე საავადმყოფოში – “ჯეო ჰოსპიტალსში” ჩატარდა.

გავრცელდა ვიდეოც, სადაც გუდაურში მომხდარი მკვლელობის დეტალებია ასახული. ვიდეომასალაში ჩანს, რომ მკვლელობას უძღოდა ურთიერთდაპირისპირება, რომელშიც 6 პირი მონაწილეობდა.

 

 

იტვირთბა....