“გირჩი” აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, მათი პარტიის წევრს დაუკავშირდა და უთხრა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საუბარი სურდა.
მათივე ინფორმაციით, მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, სხვა ოპოზიციური პარტიის წევრებიც ესაუბრნენ.
აღნიშნულ შეხვედრებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა, “გირჩის” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ. მისი თქმით, მათი პარტია არის ერთადერთი, რომელიც არაფერს მალავს და ამ შეხვედრის შესახებაც საჯაროდ ამიტომ განაცხადეს.
“ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც არაფერს არ მალავს. როცა თალაკვაძემ მესიჯი გამოგზავნა თქვა, რომ შეხვედრა გვინდაო, ჩვენი წინაპირობა იყო , რომ თუ ეს შეხვედრა შედგება ჩვენ ამაზე საჯაროდ ვილაპარაკებდით. შედგა შეხვედრა, ეს იყო ორშაბათ საღამოს. მცდელობა მივა იქამდე, რომ ისინი ეცდებიან ის ოპოზიციური ფორმატი, რაც ლეიბორისტებშია, იქ გამოარჩიონ შედარებით მცირე პარტიები და ისეთი რამ შესთავაზონ და გამოაცალონ ოპოზიციას. მგონია, რომ მათი თამაშის მიზანი სწორედ ეს არის , თუმცა “ლეიბორიტების” ოფისში რა განწყობაც აქვთ პარტიებს, ეს თამაში “ოცნებას” არ გამოუვა” – აცხადებს ჯაფარიძე.
განცხადება გაავრცელა ასევე, “გირჩის” წევრმა იაგო ხვიჩიამ, რომელსაც დაუკავშირდა თალაკვაძე.
„დარწმუნებული ვარ, მე არ ვარ პირველი და ერთადერთი. არჩილ თალაკვაძემ მომწერა, რომ ჩემთან საუბარი უნდოდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. საუბრის თემა იყო, როგორ განვმუხტოთ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობა, რაზეც ჩემი აზრი ვუთხარი, მათ მოისმინეს, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ აზრი ერთმანეთს გავაგებინეთ.
ახალი არაფერი მითქვამს, იმისთვის, რომ პოლიტიკური დაძაბულობა განიმუხტოს, პირველ რიგში საჭიროა, ერთმანეთს არ ვიჭერდეთ, მოლაპარაკების მაგიდაზე მყოფი ხალხი დაჭერით არ იყოს დამუქრებული და პირობა უნდა შესრულდეს, რომ უბრალოდ ნდობა დაუბრუნდეს „ქართულ ოცნებას“, რათა მასთან ლაპარაკი იყოს შესაძლებელი, მოხდეს შეთანხმების მიღწევა იგივე ან დაახლოებით იგივე, მეტწილად პროპორციულ სისტემაზე, რაც იყო დაპირებული. ლაპარაკის გარეშე ამ ქვეყნის წარმატების არ მჯერა, თუ პოლიტიკოსები ერთმანეთთან არ ვლაპარაკობთ, ტემპერატურა მაღლა იწევს“ ,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.