ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აქციაზე ჯერ სახელისუფლებო მედია მოვიდა და შემდეგ ხალხი” – ირაკლი კიკნაველიძე

“ევროპულ საქართველოს” ოფისთან განვითარებულ მოვლენებს, პარტიის წევრი, ირაკლი კიკნაველიძე ეხმაურება და აცხადებს, რომ აქცია ხელისუფლებისგან იყო მართული. აღნიშნული განცხადება კიკნაველიძემ “ტვ პირველის” ეთერში გაავრცელა.

მისი თქმით, ოფისთან ჯერ სახელისუფლებო მედია მივიდა და შემდეგ შეიკრიბნენ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები.

“აქციის დასაწყისი გამოიყურებოდა ძალიან კომიკურად და დამახასიათებლად იმისა, როგორც მიმავალი ხელისუფლებები ცდილობენ ხოლმე თავისი ძალის ჩვენებას. ჯერ მოვიდნენ სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლები და დაალაგეს შტატივები ჩვენი ოფისის წინ. გუშინაც და დღესაც, ჯერ მოვიდა იმედის და პოსტ ტვ-ის ჟურნალისტები და შემდგომ მოვიდნენ აქციის მონაწილეები.” – აცხადებს კიკნაველიძე.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები უკვე მეორე დღეა, “ევროპული საქართველოს” ოფისთან აქციას მართავენ. ისინი, პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვას აპროტესტებენ და მოითხოვენ, რომ დეპუტატებმა, ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა დატოვონ მანდატები.

გენერალური პროკურორობის კანდიდატურაზე, ირაკლი შოთაძის დამტკიცებასთან დაკავშირებით, “ევრუპული საქართველოს” წევრებმა, პარლამენტში, პროტესტის ნიშნად ჩართეს საბჭოთა კავშირის ჰიმნი.

 

იტვირთბა....