ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მხოლოდ 2020 წელს ოჯახში ძალადობის პირობებში სამი ქალი მოკლეს და სამის მკვლელობა სცადეს”, – სახალხო დამცველი

სსახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „სოციალურ ქსელში“ ფემიციდის მომხდარ შემთხვევებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ რაც სახელმწიფოს მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის კეთდება, საკმარისი არაა.

ლომჯარიას ცნობით,“მხოლოდ 2020 წელს ოჯახში ძალადობის პირობებში 3 ქალი მოკლეს და 3 ქალის მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილ“.

“არ არის საკმარისი ის ფრაგმენტული ძალისხმევა, რაც სახელმწიფოს მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის ხორციელდება! ასევე, მეტია გასაკეთებელი განათლების, საზოგადოებაში მყარად გამჯდარი სტერეოტიპების შეცვლის, მსხვერპლთა მხარდაჭერისა და ეკონომიკური გაძლიერების, ფემიციდის ფაქტების გენდერულად მგრძნობიარე მიდგომებით გაშუქების მიმართულებით!” – წერს ლომჯარია.

 

იტვირთბა....