ყოფილი სინაგან საქმეტა მინისტრი და პრემიერი ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან ტავისუფლდება.
7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეს ხვალ დილით დატოვებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მერაბიშვილი, სავარაუდოდ, პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს, თუმცა ვისთან და რა ფორმით, ჯერჯერობით უცნობია.
ვანო მერაბიშვილის ადვოკატი, “ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ სამომავლო გეგმებზე მერაბიშვილი გათავისუფლების შემდეგ თავადვე ისაუბრებს.
“არც ვიცი რას აპირებს, ამ თემაზე ბოლო ხანებში ჩვენ არც გვისაუბრია, შესაბამისად თავის გეგმებზე, მათ შორის პოლიტიკურ საკითხებზე საზოგადოებას თავად აუხსნის და დეტალებს თავად მოგახსენებთ. ჩვენს პარტიაში ვანო მერაბიშვილს ჰყავს არაერთი მეგობარი ჩემი ჩათვლით, მაგრამ რაც შეეხება მის პოლიტიკურ პრეფერენციებს, რას გადაწყვეტს და როგორ იმოქმედებს, თავად ისაუბრებს. იმ საკითხზე, რომელიც არის მისი გადასაწყვეტი მე სპეკულაციებს ვერ დავიწყებ,” – განაცხადა ოთარ კახიძემ.
მერაბიშვილი სხვადასხვა დანაშაულისთვის სასჯელს 2013 წლიდან იხდის.