ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ცხინვალში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი შემაშფოთებელია და რთულია შექმნილი ვითარება სათანადოთ შეფასება.
მისივე შეფასებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი კრიზისი უნდა გახდეს მიზეზი, რომ ე.წ. გამშვები პუნქტები გაიხსნას და ადგილობრივ მოსახლეობას სრულყოფილ მომსახურებებზე ჰქონდეს წვდომა.
“ჩემთვის ძალიან რთულია შექმნილი ვითარება სათანადოდ შევაფასო და ვისაუბრო იქ არსებულ მდგომარეობაზე. ამ პრობლემაზე აქამდეც არაერთხელ გამომითქვამს შეშფოთება. მათ შორის, გამშვები პუნქტების დახურვაზე. ჰუმანიტარული მდგომარეობა ის საკითხია, რომელიც მხედველობაში უნდა ვიქონიოთ. შექმნილი ვითარება უნდა გახდეს მიზეზი იმისთვის, რომ გამშვები პუნქტები გაიხსნას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ადამიანები ნაკლებად იტანჯებიან და პრობლემებიც ნაკლებია,“,- აცხადებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია. უკვე ერთი კვირაა რუსეთიდან ტვირთებს არ უშვებენ, რის გამოც სასურსათო მაღაზიები ცარიელდება.