ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია

ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია . ამის შესახებ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის მედია ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ცხინვალში უკვე ერთი კვირაა რუსეთიდან ტვირთებს არ უშვებენ, რის გამოც სასურსათო მაღაზიები ცარიელდება.

მასალაში აღნიშნულია, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ხელისუფლება რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ დარჩენილ პროდუქტებზე ახლო მომავალში ფასი გაიზარდოს. რეგიონში შექმნილ ვითარებასა და აფთიაქებისთვის ქართულწარწერიანი მედიკამენტების ჩამორთმევის ფაქტების შესახებ ქართული მხარე დიდი ხანია საუბრობს.

იტვირთბა....