“საქართველოს მეგობარი ქვეყნები არიან იმ მდგომარეობითა და სპეციფიკური სიტუაციით შეშფოთებულები, რაც დღეისთვის საქართველოს პარლამენტში არსებობს. მაგალითად, გუშინ ვესწრებოდი სხდომას და ოპოზიციის ადგილები თავისუფალი იყო, რაც საკმაოდ გულსატკენია. უნდა გამოინახოს გზები, რათა ეს პოლარიზაცია გადაილახოს და ფაქტობრივად, პარლამენტის გაერთიანებული მუშაობა მოხდეს”.
ლუიზა ვინტონი – საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი
აღნიშნულით ლუიზა ვინტონი გუშნდელ პლენარულ სხდომას გამოეხმაურა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ წლიური ანგარიში წარადგინა, შემდეგ კი უმრავლესობამ გენპროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა.