ირაკლი შოთაძე, რომელიც პარლამენტმა ცოტა ხნის წინ გენერალური პროკურორის პოსზე ხელმეორედ დაამტკიცა, განცხადებას აკეთებს.
შოთაძე აცხადებს, რომ უამრავი გამოწვევაა, რასაც ბევრი მუშაობა სჭირდება. მისივე თქმით, ის აპირებს გარკვეული პრიორიტეტების მიმართულებით იმუშავოს.
“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტსა და საპროკურორო საბჭოს მხარდაჭერისთვის. მადლობა ჟურნალისტებს ამ პროცესში ასეთი აქტიური ჩართულიბისთვის. ვფიქრობ, საზოგადოებამ კარგად დაინახა, რამდენად გამჭვირვალედ წარიმართა ეს პროცესი. მე წარვადდინე ჩემი ხედვა პროკურატურის გაძლიერების მიმართულებით. იქნება ძირითადი პრიორიტეტები, რა მიმართულებითაც ვაპირებ მუშაობას. არის ძალიან ბევრი გამოწვევა.”,-აცხაებს შოთაძე.
ამასთან, გენპროკურორმა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ პროკურატურას ამ საქმეზე თავისი გადაწყვეტილება ექნება.
“ვერ გეტყვით ჯერჯერობით ვერაფერს. ეს საქმე არის გასაჩივრებული სააპელაციოში.შესაბამისად გაგრძელდება სამართალწარმოება. გაიმართება სასამართლო, სადაც ყველა მხარეს ექნება საშუალება, წარადგინოს მტკიცებულებები’,-აცხადებს შოთაძე.
შოთაძის თქმით, მისი “კომპეტენცია არ არის პოლიტიკური პროცესის შეფასება, შესაბამისად ამ საკითხის შეფასებას არ აპირებს”.
ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ოფიციალურად დამტკიცდა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შოთაძის კანდიდატურას უმრავლესობის დეპუტატების სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა მხარი.მას პოსტზე დასამტკიცებლად 76 ხმა სჭირდებოდა, თუმცა მან უმრავლესობის ყველა, 82-ვე დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
საპარლამენტო ოპოზიცია და ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად არჩევის პროცესს არ დაესწრნენ. შესაბამისად, პლენარულ სხდომაზე შოთაძის კანდიდატურას მხოლოდ უმრავლესობამ უყრა კენჭი.