სამტრედიაში მკვლელობა მოხდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ქალს თავს დაესხა ქმარი, რომელთანაც განქორწინება უნდა გაეფორმებინა.
“მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.