ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოპოზიცია და “დამოუკიდებელი დეპუტატები” შოთაძის გენპროკურორად არჩევის პროცესს ემიჯნებიან

საპარლამენტო ოპოზიცია და ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად არჩევის პროცესს ემიჯნებიან. შესაბამისად, დღეს პლენარულ სხდომაზე შოთაძის კანდიდატურას მხოლოდ უმრავლესობა უყრის კენჭს.

გენპროკურორად ირაკლი შოთაძის მეორედ დანიშვნას ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ბოიკოტს უცხადებს და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავენ.

“ჩვენი ფრაქცია, “დამოუკიდებელი დეპუტატები” ბოიკოტს ვუცხადებთ დღევანდელ საპარლამენტო სხდომას და ვემიჯნებით ირაკლი შოთაძეს გენერალურ პროკურორად არჩევის პროცესს,” – განაცხადა ფრაქციის წევრმა, ლევან კობერიძემ.

პარლამენტტან აქცია თითქმის ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობს.  12:00 საატზე აქციის მონაწილეები აქცია-პერფორმასს გამართავენ.

იტვირთბა....