aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახა კალაძე კინორეჟისორ გიორგი შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერი კახა კალაძე, “ფეისბუქზე” პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მწუხარებას გამოთქვამს კინორეჟისორ გიორგი შენგელაიას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს.

„მინდა, მწუხარება გამოვთქვა ცნობილი ქართველი კინორეჟისორისა და მსახიობის, გიორგი შენგელაიას გარდაცვალების გამო. გიორგი შენგელაიამ ქართულ კინოს არაერთი საინტერესო ფილმი და კინოსახე შემატა.

ვუსამძიმრებ ქართული კინოს მოღვაწეებს, გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მის მეგობრებს“ – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

82 წლის ასაკში ქართველი კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა.

იტვირთბა....