ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რეჟისორი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა

82 წლის ასაკში ქართველი კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა.

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

გიორგი შენგელაია 1962 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.

პირველი ფილმი – „ალავერდობა” (1963) გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით გადაიღო.

მას ეკუთვნის მხატვარ ნიკო ფიროსმანის შესახებ ფილმი „ფიროსმანი“ ასევე „მაცი ხვიტია” (1966), მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“ და ფილმი „ხარება და გოგია” (1987).

შენგელაიამ 2000 წელს გადაიღო ფილმი „სიყვარული ვენახში“, 2005 წელს კი „მიდიოდა მატარებელი“.

იტვირთბა....