ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ცხინვალში ქართული წარწერებით მედიკამენტების ამოღება დაიწყეს” – ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ  ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე აფთიაქებიდან ქართული წარწერის მქონე მედიკამენტების ამოღება მიმდინარეობს.

“საუბედუროდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიზანმიმართულად მიმდინარეობს იქ მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია და ზოგადად ამ რეგიონების იზოლაცია დანარჩენი საქართველოდან. ეს ახალი არაა, მაგრამ საუბედუროდ ახალი გამოვლინებები აქვს , რომლესაც ასობით და ათასობით ადამიანებზე აქვს გავლენა. ის, რომ ქართული წარწერებით მედიკამენტებს ამოღება დაიწყეს რამდენიმე დღის წინ და დღესაც გრძელდება, პირდაპირაა მიმართული ადამინების წინააღმდეგ და არა მხოლოდ ქართველები არამედ ძალიან ბევრი ეთნიკური ოსი მოსახლე ზარალდება. ეს წამლები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთლიანად ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის. ამ პრინციპით იქ მცხოვრები ადამინების სასიცოცხლო ინტერესების და საჭიროებების უგულებელყოფა და მათი გაწირვა ხდება.

აუცილებლად უნდა იქნას უზრუნველყოფილი გადაადგილების შესაძლებლობა ახალგორის და ასევე სხვა მიმართულებით. მოვუწოდებ ყველას, ვისაც დღეს ხელეწიფება ფაქტობრივი გადაწყვეტილებების მიღება, რომ დაუყოვნებლივ აღდგეს მიმოსვლა , მიეცეთ ადამიანებს გადაადგილების შესაძლებლობა და შეწყდეს ყველა ის რეპრესიული ზომა, რომელიც ასეთ სახეს იღებს, რომ სააფთიაქო ქსელებიდან იღებენ მედიკამენტებს ქართული წარწერებით, რომლებიც იქ ისედაც ძალიან რთული გზის გავლით ხვდება. აქ ადამიანების სიცოცხლეზეა საუბარი.” – აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

იტვირთბა....